Sunday, March 31, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია



     დავწყვილდით  და  გავუზიარეთ  ერთმანეთს  აზრები, მივეცით  ერთმანეთს  უკუკავშირი.       ვნახეთ  მოსწავლის   ნიმუშები,  შევქმენით  შეფასების  რუბრიკები  და  შევინახეთ. მივიღეთ  შემდეგისთვის  სამუშაო  დავალება  და  იმედია  წარმატებით  გავართმევ  თავს.
      მადლობა  ამ  დღისთვის.

Saturday, March 30, 2019

მეხუთე დღე.

 

           განვიხილეთ   მესამე  და  მეოთხე  მოდული  ნაწილობრივ, მოვუსმინეთ  ერთმანეთის  თემებს,  შემდეგ  დავწყვილდით  და  გავუზიარეთ  ერთმანეთს ,მივეცით  ერთმანეთს  უკუკავშირი.  ინტერნეტით  მოვიძიეთ  ინფორმაცია  და  შევავსეტ  მარტივი  ფორმატი(ინტერნეტი  განვიხილეთ  როგორც  საძიებო- საკომუნიკაციო საშუალება).გამოვიყენეთ  აზრთა  გაზიარებისთვის  სოციალური  ქსელები,  საავტორო  უფლებების  დაცვა  რომ  საჭიროა  და  გავეცანით  მოსწავლის  ნიმუშებს,  რომელიც მართლაც  რომ  საინტერესო  იყო.
           მადლობთ  ამ  საინტერესო  კიდევ  ერთი  დღისთვის.

Sunday, March 24, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

                             


    განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები,  სტრატეგიები,  მიზნები, შეფასების  ინსტრუმენტები.  შევარჩიეთ  რომელიც  მოერგებოდა  ჩვენს  მიერ  არჩეულ  პროექტს  და  ჩავწერეთ.  პროექტისთვის  შევქმენით  ფორმა  K-W-L  ცხრილი  მოსწავლეების  საჭიროების  მიხედვით.
    მივიღეთ  დავალება  როგორ  ვიმუშაოთ  პროექტებზე.

Saturday, March 23, 2019

მესამე დღის რეფლექსია

   
               ვისაუბრეთ  სტანდარტებსა   და  მიზნებზე, რომელიც  შემდეგ  გადავიტანეთ  ჩვენს  მიერ  შედგენილ  პროექტის    გეგმის  შაბლონში,  გავეცანით  ბუნდოვან  და  დამაჯერებელ  მიზნების  კატეგორიებს,  გავეცანიტ  ზოგად ,  თემატურ  და  შინაარსობრივ  კითხვებს(მიმართულების  მიმცემ  კითხვებს),გავუზიარეთ  ერთმანეთს    აზრები,  მივირეთ  რჩევები  და  შევიტანეთ  გეგმის  შაბლონში.
              საინტერესო  თემა  იყო  და ალბათ  მომავალი  თემებიც  ასეთი  საინტერესო  იქნება.

Sunday, March 17, 2019

მეორე დღის რეფლექსია

       
         მოვისმინეთ   სამუშაო  პროექტის  თემების  სათაურები,  ვიმუშავეთ  პუბლიკაციების  მომზადებაზე,  ვნახეთ  ნიმუშები,  შემდეგ  ჩვენ  თვითონ  დავამზადეთ. გავიხსენეთ  ვორდის  ფაილში  მუშაობა,  სურათების  შექმნა,  ჩასმა,  ფურცლის  ამოტრიალება.  შევეხეთ  ეროვნულ  სასწავლო  გეგმებს  სტანდარტებს  და  ინდიკატორებს. 
        შემდეგისთვის  მივიღეთ  დავალება,  ჩვენი  თემის  სტანდარტის  და  ინდიკატორის  მონიშვნა,  რასაც გავითვალისწინებ  პროექტისთვის.

Saturday, March 16, 2019

პირველი დღის რეფლექსია

         ამ     მოდულმა  "პროექტებით სწავლება"  გარკვეული  თვალსაზრისით   დამაფიქრა     ჩემს  როლზე  სასწავლო  ღონისძიებების  დაგეგმვის  პროცესში.                                                     პირველი  დღე  თუმცა  დაგვიანებით  დავიწყე,  მაგრამ  რაც  მოვისმინე საინტერესო  და  კარგი  იყო.  გავეცანი  პროექტების  სწავლების  აქტივობევს :  1, 2 ,  3  და  ბლოგზე  მუშასობის  პრინციპებს.